ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი დააპატიმრეს
იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დაკაავეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, ისინი არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ, თითქოსდა, საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ.
მათ გარდა დაკავებულები არიან აგრეთვე, გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.