„ნაცების“ ოფისში ჩაკეტილი პრეზიდენტი დაცვამ ფანჯრიდან გააპარა

„ნაცების“ ოფისში ჩაკეტილი პრეზიდენტი დაცვამ ფანჯრიდან გააპარა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაცვის დახმარებით დატოვა. როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ,  დაცვის თანამშრომლებმა პრეზიდენტი ოფისის ფანჯრიდან გადაიყვანეს.


მიხეილ სააკაშვილი  დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. პრეზიდენტი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებს შეხვდა. ამ დროს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები მივიდნენ. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის მერიის უკანა კარიდან გაიყვანეს და იქვე მდებარე "ნაციონალების" ოფისში მიიყვანეს. თუმცა აქციის მონაწილეებმა ოფისთან გადაინაცვლეს და პრეზიდენტს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქში მოძრავ პრეზიდენტის ესკორტს კი მოქალაქეებმა ქვები დაუშინეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: