ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური განცხადება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური განცხადება

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ქრთამის აღებისა და დანაშაულებრივი ქმედების მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების გზით შემუშავებული დანაშაულებრივი სქემა.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებულები არიან იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.

გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ "ხრამჰესი 1"-ისა და "ხრამჰესი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა "ინტერ რაოს" მაშინდელმა წარმომადგენელმა მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა შემოწმება ზემოხსენებულ ორტგანიზაციებში და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების მხრიდან ათობით მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება. ხეთაგურისა და "ინტერ რაო ეესის" მხარის მიერ ამ დანაშაულებრივ პროცესში ჩაერთო ორივე მხარისთვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც ზემოთხსენებული მიზნებისთვის ალექსანდრე ხეთაგურს  ქრთამის სახით მილიონი დოლარი შესთავაზა",- ნათქვამია განცხადებაში.

 

ამ დანაშაულებრივ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა დაკავებული პირებიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: