პოლიტმარგალიტები
ვან ბაიბურთი: სომხეთის პრეზიდენტი ვერ გახდები, თუ საქართველო არ გიყვარს.
რეზო ამაშუკელი: კახა ბენდუქიძეს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ქართული ეკონომიკისთვის. ეგ უნდა ჩასვა ზოოპარკის დიდ ვოილერში და ხალხი მის სანახავად ივლის. წარმოიდგინეთ, მოკლე შარვლით, ჯიბე მზესუმზირით აქვს გამოტენილი, ვოილერთან დგას და ამ მზესუმზირას აკნატუნებს... აბა, ამ სანახაობაში ფულს ვინ არ გადაიხდის? დიდი ფული შევა ბიუჯეტში.
მაშინ, როდესაც ამ ჩვენი ღრმად მოაზროვნე და დარბაისელი ყმაწვილის სარცხვინებელის გახმაურებელ ნაწილებზეა საუბარი, არა მგონია, რუსებს ტყის საჭრელი ელექტრო ხერხი დასჭირდეთ. ერთი პატარა მაკრატლით გააგდებინებენ წკაპანს. ისე, ამ პროცედურამ ხმის დაწვრილება იცის და ჩემმა მტერმა უსმინა ამის ყოველდღიურ წრიპინს.
მიშას ეს ყველაფერი ბარტერი ჰგონია და ბარემ ის მესამეც, რომელიც პატრონს თავის ჭკუაზე ატარებს, შესწიროს რუსეთს, იქნებ სოჭიც დაგვიბრუნონ.
დავით ზურაბიშვილი: პარლამენტის ქუთაისში ჩატარების იდეა ნამდვილი სიბრიყვეა. ამ ლოგიკით, გადავიტანოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლციხეში, ვანო მერაბიშვილი ხშირად მოინანახულებს მშობლებს.
ელიზბარ ჯაველიძე: თუ ერისშვილებმა ფხა არ გამოიჩინეს, ვირიშვილები საქართველოს დაღუპავენ.
შალვა ნათელაშვილი: ქართულ პოლიტიკაში ლომები აღარ ჩანან! თუმცა, ჩემთვის ვეფხვია სათაყვანებელი არსება. შოთა რუსთაველმაც "ვეფხისტყაოსანი" დაწერა და არა-"ლომისტყაოსანი".
გრიგოლ ონიანი: ოპოზიცია სააკაშვილს ვერ დაამარცხებს! მას ამის ძალა არ გააჩნია! დამხობით სტალინმა დაამხო ჰიტლერი წითელი არმიის დახმარებით და კიტოვანმა-გამსახურდია, იმავე წითელი არმიით.
თენგიზ კიტოვანი: აფხაზეთში ნოდარ ნათაძეც იბრძოდა. ერთხელ გაიგო, ტანკი დამწვარაო და გაიოცა-ტანკი ხომ რკინისაა და როგორ შეიძლება დაიწვასო.
მიხეილ სააკაშვილი: თუ თქვენ ნახავთ, თუნდაც ერთ ქართულ გაზეთს, რომელიც ჩემს მხარეს იქნება, მაშინ მე მზად ვარ, შევჭამო "ფოკუსი", კერძოდ, ამ ჟურნალის ყველაზე სქელი ეგზემპლარი.
ნესტან კირთაძე: ჩემი ინფორმაციით, მის ცნობილ ამპლუაში მყოფმა კეზერაშვილმა, რამდენჯერმე სთხოვა სააკაშვილს გადადგომა, მაგრამ სააკაშვილისგან მიიღო გამოსროლილი ფეხსაცმელი.
გუბაზ სანიკიძე: ახლა, მთელი ზამთარი, ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ამერიკაში ირბენს, რათა ობამას საკუთარი სხეული შესთავაზონ.
კობა დავითაშვილი: 7 ნოემბერს სააკაშვილს მამა- ბუში აღარ ეყოლება, ოთხში უკვდება.
თემურ შაშიაშვილი: იცოდეთ, მე ქუთაისის ავტოქარხანაში აწყობილი თვითმფრინავით დავფრინავდი, ქუთაისში შეკერილი ფეხსაცმელი და პალტო მეცვა.
სულზე მივუსწარი მამა-შვილ ბურჯანაძეებს, თორემ გელათის გაყიდვასაც აპირებდნენ.
ოტია იოსელიანი: ერთი საშიში დაავადება გვჭირს-გამოთაყვანება!
ირინა სარიშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ამერიკელ ამომრჩეველს ობამას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, არ არის გამორიცხული, რომ ობამამ აჯობას მაკ-კეინს.
გაზაფხულზე, მგონო აღარც ოპოზიცია იქნება და აღარც ჩვენ ვიქნებით.
რეზო ჭეიშვილი: შეიძლება "ხაშლამა" ან "გრეჩიხა" იყოს ხალხის წინამძღოლი?
ზურაბ ნოღაიდელი არის ჩვეულებრივი საანგარიშო ჩოთქი.
გუბაზ სანიკიძე: დრო იყო, ეს ქვეყანა თემურ ლენგსა და შაჰ-აბასს იგერიებდა, მაგრამ ახლა ისე დაეცა, რომ ხათუნა გოგორიშვილს და იმ უცხვირპირო ლევან თარხნიშვილს ვერ უმკლავ
გიგი წერეთელი: მზად ვარ, "კავკასიის" გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, თუ შევატყობ, რომ აქუბარდია მისვლის შემთხვევაში არ მესვრის.
მიხეილ ოსაძე: საქართველო შევარდნაძის ნაბან წყალს გადააყოლეს.
ზვიად ძიძიგური: თორთლაძისა და ცაგარეიშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ისინი იმ პარტიიდანაც გაიქცევიან, რომელსაც თვითონ ჩამოაყალიბებენ.
დავით ზეიკიძე: მე, უმართავი გენერალი დავით ზეიკიძე ვაცხადებ-შევარდნაძეს მაინც ამოვთხრი!
შალვა ნათელაშვილი: ჰიტლერს "რუსთავი-2" რომ ჰქონოდა, გერმანელები დღსაც დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომი მათ მოიგეს.
ვაჟა ოთარაშვილი: ახლა რომ ახსენდებათ "ბაში-აჩუკი" და "მაგდანას ლურჯა", აქამდე სად იყვნენ, ბრაზილიურ სერიალებზე რომ ააღვარღვარეს მთელი საქართველო.
ირაკლი წერეთელი: სააკაშვილს ჩემთვის რომ დაეჯერებინა, რუსეთი ვერც სამაჩაბლოში და ვერც აფხაზეთში ცხვირის შეყოფას ვერ გაბედავდა!
თუ საჭიროა, პრეზიდენტმა ამერიკაში გამგზავნოს. სხვაგვარად თუ ვერაფერს გავხდი, თეთრი სახლის წინ შიმშილობას გამოვაცხადებ.
კობა ხაბაზი: ისეთი ჰოლივუდური ღიმილი მაქვს, ქალები ეცემიან ჩემს დანახვაზე. თუ ვინმეს მოვწონვარ, ძალიან კარგი. თუმცა, ვისაც მოვწონვარ, მთლად ჭკვიანი არ უნდა იყოს.
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილს ღირსებად მიაჩნია ის, რომ გრძელი დაიბადა. თუ სიგრძე რამეს წყვეტს, მაშინ მოვიყვანოთ რომელიმე კალათბურთელი და აგვაყვავებს.
თამარ მეფე ქართველი არ იყო და მიხეილ სააკაშვილია ქართველი?
ინგლისელმა ჟურნალისტმა სააკაშვილი, როგორც გაღუნული ლურსმანი, ჯერ გაასწორა და მერე გიორგი ახვლედიანი დააჭედა.
გიორგი ახვლედიანი: ყველა ხელისუფლება ტანკებით უნდა შევცვალოთ ან ნაჯახებით უნდა შევცვივდეთ და მაიმუნებივით ვიხტუნაოთ სკამებზე?
სოსო ცინცაძე: კუმ ფეხი გამოყო და თურმე ნოღაიდელსაც პარტიის დაარსება უნდა.
კახა ლომაია: რაც ჩვენ მტერს 4 დღის განმავლობაში მივაყენეთ ზარალი, რუსულ არმიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია.
ოტია იოსელიანი: რა ვიცი, ვის ჰგავს სააკაშვილი. ასეთი პერსონაჟი ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას.
სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილმა კალიგულასავით პარლამენტში ცხენი რომ შეიყვანოს, დღევანდელი დეპუტატები კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩევენ.
გოგა ხაინდრავა: ვაცხადებ ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ორთვიურს.
ირაკლი წერეთელი: ესენი ყველანი თუ ჭკუაზე არ მოვლენ და ჯერ 21 მარტს და შემდეგ 4-9 აპრილს პარლამენტის წინ არ გამოვლენ, ყველას დავხვრიტავ, როცა სააკაშვილი აღარ იქნება!
აკაკი ასათიანი. მიშა რომ ჯანზე ვერ იყო, აქმდეც ეტყობოდა, მაგრამ ახლა შექანებულივითაა.
დავით მაღრაძე: რა უნდა ვქნათ? ჩვენ ვერ გადავდგებით, გადადგეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება.
თემურ შაშიაშვილი: 18 თებერვალს სააკაშვილი რამდენიმე საათით დაიკარგა. დაკარგულ სააკაშვილს ბარსელონაში მიაგნეს.