მიხეილ სააკაშვილი: ახალი ხელისუფლება ახლოს არის სახიფათო ზღვართან
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
პრეზიდენტი მის დაკავებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორს ძალიან საეჭვო ბრალდებით აკავებენ.
"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, არ არის ჩემი მოგონილი. მფლობელებს ვერაფერი უპოვეს და ვერც უპოვნიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს, ასევე, სრულიად ყალბი ბრალდებით. ძალიან ჩქარა და ცუდად დამთავრდება იმათთვის ყველაფერი, ვინც ამას აკეთებს. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, საქართველოში ვერავინ ვერასდროს დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ესწრაფვიან და ძალიან ახლოს არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ, როგორც პრეზიდენტი და როგორც მოქალაქე. ვითხოვ, დაყოვნებლივ გათავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორისა და ამ უკანონობის აღკვეთას, ასევე, იმ პირების დასჯას, ვინც ამას სჩადის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.