ნიკა გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ყოფილი მაღალჩინოსნები, ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განაცხადებით, ნიკა გვარამია დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს დანარჩენი დაკავებულები.
შეგახსენებთ, დღეს ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დაკაავეს.