გიორგი ყარამანაშვილი: ნიკა გვარამიას დაკავება "რუსთავი 2"-ის მუშაობის შეფერხების მცდელობაა

გიორგი ყარამანაშვილი: ნიკა გვარამიას დაკავება "რუსთავი 2"-ის მუშაობის შეფერხების მცდელობაა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი გიორგი ყარამანაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


ის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაპატიმრებას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე პირდაპირ ზეწოლად  და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობად აფასებს.


"მე არ ვიმყოფები საქართველოში და, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავბრუნდები თბილისში. მანამდე, მივმართავ "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს: მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას," - ნათქვამია გიორგი ყარამანაშვილის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: