ბიძინა ივანიშვილი: მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან
“ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას, ვის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს იგი”, - ეს განცხადებს საქართველოს პრემნიუერ-მინისტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს: „ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება მოჰყვა.