თეატრალურ უნივერსიტეტში ხანძარია

თეატრალურ უნივერსიტეტში ხანძარია

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ივერიონს" ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ცეცხლი უნივერსიტეტის მე-3 სართულზე საგრიმიოროს გაუჩნდა.


მათი თქმით, დამწვარია დაახლოებით 20კვ.მ. ფართი. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.


ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო, ასევე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


რუსთაველის გამზირზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ცეცხლის გამო, თეატრალურში უნივერსიტეტში ბოლი დაგროვდა, რის გამოც უნივერსიტეტის სტუდენტები ამ დროისთვის შენობის გარეთ იმყოფებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: