დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები დღეს შეხვდებიან

დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები დღეს შეხვდებიან

დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები ამ დრომდე არ მისულან დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.


ამ დროისთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ 5 დაკავებული იმყოფება. აქედან, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ერთადერთია, რომელიც უკვე შეხვდა თავის ადვოკატს. მამუკა ჭაბაშვილი იზოლატორში გუშინ გვიან ღამით მივიდა, იზოლატყორიდან გამოსვლისას კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გვარამია თავს დამნაშავედ არ სცნობს.


დაკავებული მაღალჩინოსნებიდან მხოლოდ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგური არ იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის მოდულის შენობაშია.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე  გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: