კახა დამენიას სეიფიდან 1 184 950 ლარი ამოიღეს

კახა დამენიას სეიფიდან 1 184 950 ლარი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების ვიდეომასალას ავრცელებს.


ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასთვის ცნობილი გახდა, რომ საკითხის შესწავლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით, დამენიას პირად სეიფში მოთავსებულ იქნა თითქოსდა შპს "ელენდეფ სერვისის" სალაროს ნაშთის თანხა 1 184 950 ლარი.


"თანხა ამოღებულია გამოძიების მიერ ", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


შეგახსენებთ, კახა დამენია სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად გუშინ დააპატიმრეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: