მოსმენები კვლავ გრძელდება

მოსმენები კვლავ გრძელდება

მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკავებული მაღალჩინოსნების ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა, საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი კვლავ უკანონო მოსმენებზე ალაპარაკდა.


მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების სატელეფონო  ზარების მოსმენაზე ოფიციალური ნებართვა, მოსამართლეებმა ვ.ფუხაშვილმა და დ. ტაბატაძემ განსაზღვრულ ვადებში_ 10 ნოებრიდან 12 იანვრამდე გასცეს, საპარლამენტო უმცირესობა ღიად აცხადებს, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები ისევ გრძელდება.


ოპოზიცია მთავრობას მათ წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არათუ უკანონო, არამედ მოსმენები საერთოდ შეწყდებოდა.


„ვანო მერაბიშვილის და დამენიას საუბრის ფარული ჩანაწერი ან როდინდელია, ან რის საფუძველზე ჩაიწერა-გამოქვეყნდა?


მგონი, ახალმა ხელისუფლებამ პირველად გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი და მაინტერესებს, კანონმდებლობასთან თუ არის შესაბამისობაში“, - აცხადებს ჟურნალისტი ია ანთაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: