რას ადასტურებს "ინტერ რაო ეესი"?

რას ადასტურებს "ინტერ რაო ეესი"?

"ინტერ რაო ეესი" ადასტურებს, რომ საქართველოში საკონსულტაციო მომსახურებისთვის  ფირმა დაიქირავა.


"ჩვენ ნამდვილად დავიქირავეთ საქართველოში საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობასთან მუშაობს. გვსურდა, ამ ფირმას შეემუშავებინა საგადასახადო შეთანხმების პროექტი საქართველოსთან საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა შეგვძლებოდა ჩვენი საგადასახადო ვალდებულებების პროგნოზირება და გაგვეგო, რა ბაზა არსებობს ტარიფების შესამცირებლად. შეთანხმებას აღნიშნულ ფირმასთან ხელი ნახევარი წლის წინ მოეწერა. სამუშაოები გრძელდება, რადგან ჯერ მთელი სამუშაო შესრულებული და ანაზღაურებული არ არის", - აცხადებენ "ინტერ რაო ეეს"-ში.


როგორც კომპანიის წარმომადგენელი "ინტერფაქსთან" საუბარში განმარტავს, აღნიშნული სამუშაოს შესრულება საქართველოში არსებული "ინტერ რაოს" აქტივების კონსოლიდაციასთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად გახდა აუცილებელი და მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამჭვირვალობას.


მისივე განმარტებით, ამგვარი საგადასახადო შეთანხმებები ფართოდ გავრცელებულია როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე საქართველოში.


როგორც "ინტერ რაოს" წარმომადგენელი აღნიშნავს, საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსულ ენერგოჰოლდინგთან ტარიფების შემცირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის გამოც მუშაობა სისტემის გადახდისუნარიანობისა და ტარიფების შემცირების რესურსის შესასწავლად უნდა გაგრძელდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: