ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოძიებენ

ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოძიებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 დეკემბერს, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) აწარმოებს.


შსს–ს ცნობით, სამართალდამცავები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, შენობიდან გარეთ გამოსვლის დროს რამდენიმე ათეული მოქალაქე დახვდა. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, მათ შორის ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და მისი მიმართულებით იწევდნენ. მათ პრეზიდენტის ესკორტს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: