ავღნეთში ქართველი ჯარისკაცი გაუჩინარდა
ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ქართველი ჯარისკაცი გაუჩინარდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
განცხადების თანახმად, ქართველი სამხედროს „ძიება-გადარჩენის“ ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა ახორციელებს.
„მომხდარის შესახებ სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აქვთ მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, „ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება.