ლუბა კოზმავას დაკითხვაზე დაბარებას მერიაში ადასტურებენ
ცოტას ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლუბა კოზმავა უკვე მეორედ, დაკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოზმავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცოტა ხნის წინ მივდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ დრომდე უცნობია, კოზმავას თუ რა საკითხთან დაკავშირებით ჰკითხავენ.
„ივერიონი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს:
“ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს კოზმავა დაკითხვაზე“.