ირაკლი ოქრუაშვილი ისევ შიმშილობს
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მესამე დღეა შიმშილობს.
როგორც „ივერიონს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, დაკავებულს კონკრეტული მოთხოვნები ამ დრომდე არ წამოუყენებია და ისევ თანაგუნდლების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მხოლოდ წყალს სვამს და შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ მასთან ერთად დაკავებულებს პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანენ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შიმშილობა 18 დეკემბერს დაიწყო. ის სოლიდარობას უცხადებს თანაგუნდელებს, რომლებიც კვირაზე მეტია შიმშილობენ.
ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილის მოთხოვნა მისი პოლიტპატიმრების სიაში შეყვანა არ არის, ის სოლიდარობას უცხადებს თანაგუნდელებს და სიაში მათ შეყვანას ითხოვს.
ოქრუაშვილთან ერთად დაკავებული შვიდი ბრალდებული უკანონო ბანდფორმირებების შექმნისთვის იხდიან სასჯელს.