"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.
ამ დროისთვის განაცხადი 103-მა კანდიდატმა შეიტანა. "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
კანდიდატების რეზიუმეები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობა 103 ადამიანს სურს
გააზიარე სტატია








