რიჩარდ ნორლანდი: გვარამიას დაკავებას „რუსთავი 2“-თან საერთო არაფერი აქვს

რიჩარდ ნორლანდი:  გვარამიას დაკავებას „რუსთავი 2“-თან საერთო არაფერი აქვს

გუშინ, მაღალჩინოსმენის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.


მისი თქმით, როდესაც სატელევიზიო კომპანიის დირექტორს აკავებენ, ჩნდება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი პრესის თავისუფლების შეზღუდვას – იმ პრინციპისა, რომლის ერთგულიც არის ამერიკის შეერთებული შტატები.


მაგრამ ის ასევე განიხილავს საზოგადოებასა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გვარამიას დაკავებას არაფერი აქვს საერთო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.


"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება მის ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. ამდენად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და სამართლებრივი პროცესის სწორედ წარმართვა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: