ეკა ბესელია: მერაბიშვილის დავალებით ადამიანებს არა მარტო აპატიმრებდნენ, არამედ ქუჩაში ხოცავდნენ კიდეც!
ვანო მერაბიშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და რეპრესიებზე საუბარი მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის.
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბნელეთსა და უბედურებაში ხალხი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა 9 წლის განმავლობაში, როდესაც მერაბიშვილის დავალებით ადამიანებს არა მხოლოდ აპატიმრებდნენ, არამედ პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ.
უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ახალი მმართველი გუნდი მხოლოდ იმის მომხრეა, რომ ნებისიმიერი პროცესი კანონის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით წარიმართოს.