გამოძიება დაიწყო, კანონდამრღვევები გამოვლინდებიან
გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს. სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდება.