არჩილ კბილაშვილის ბურთი და მოედანი
ნიკა გვარამიასა და სხვა მაღალჩინოსნების საქმეები სასამართლოში შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ხელისუფლებას სურს სასამართლოში დაუშვას ვიდეოგადაღება და ყველამ ნახოს, რა ხდება სასამართლო პროცესებზე.
როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგში" სტუმრობისას განაცხადა, გარდა იმისა, რომ ყველაფერი გამოქვეყნდება, ასევე დაპატიმრებებს სასამართლოში წასვლის შემდეგ განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები.
"გვინდა, რომ საპროცესო კოდექსი შეიცვალოს და ყველა ასეთი, ზოგიერთის აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ღიად და საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს, რომ თუ აქ ჩვენი მხრიდან სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი, აგერ ბურთი და აგერ მოედანი", - აღნიშნა კბილაშვილმა.