ბიძინა ივანიშვილი: უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აზრით, უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ.
ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს. პრემიერის აზრით, კარგი იქნება, თუ მას გირაოთი გაათავისუფლებენ.
"იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გვარამია გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს? მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და ამ საქმეში არ ჩავერევი", - აცხადებს ივანიშვილი.