მერია უკანონო შენობების დემონტაჟს იწყებს
მერია დედაქალაქში უკანონო ნაგებობების დემონტაჟს გეგმავს.
მერის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, სამუშაო ქალაქში დაახლოებით 28 935 კვ.მ-ზე ჩატარდება.
უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მერიას დაახლოებით 321 000 ლარი დაუჯდება. სამუშაოები კი მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.