დავით დარახველიძე: ერთთვიანი დიალოგი დევნილებთან წარმატებით დასრულდა
ბაქოს ქუჩას №1-ში შეჭრილი დევნილები ფართებს ნებაყოფლობით ტოვებენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დევნილთა სამინისტრომ მათ სხვა ფართებში გადაყვანა და ქირის გადახდა შესთავაზა.
დევნილებთან დიალოგი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო დევნილებს, რომლებთანაც შედგა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, შედგა დიალოგი, აღსდგა ნდობა სამინისტროს მიმართ. შესაბამისად, პოლიციის ჩარევის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით და მიმდინარეობს შენობის გამოთავისუფლება. პროცესი დღესვე დასრულდება. შემდეგ, ძალიან მშვიდ ვითარებაში ამ შენობაში ამჟამად "ბამბის ნართის" შენობაში მცხოვრები დევნილები გადმოვლენ", _ აღნიშნა დარახველიძემ.
დევნილთა ბარგის გადაზიდვა დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო და მათ საჭირო ტრანსპორტი დაუქირავა.