ყულევის ტერმინალის მუშებს მონებივით ექცევიან!
ყულევის ტერმინალის თანამშრომლები ფართომასშტაბიანი გაფიცვისთვის ემზადებიან. როგორც ,,ივერიონს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, აცქიები გაგრძელდება მანამ, ვიდრე "შავი ზღვის ტერმინალის" გენერალური დირექტორი თანამშრომლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
ყულევის ნავთობტერმინალის პროფკავშირი საპროტესტო აცქიას დღეს 18:00 საათზე დაიწყებს.
ტერმინალის მუშები აზერბაიჯანული კომპანიისგან, ხელფასების გაზრდას, ადამიანურ მოპყრობას და თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საკვების გაუმჯობესებას ითხოვენ.
,,არაადამინური პირობები გვაქვს, მუშაობა მიზერულ 350 ლარიან ხეფასზე გვიწევს. კომპანიის მფლობელები აზერბაიჯანელები არიან და ქართველებს მონებივით ექცევიან. საკვებიც კი განსხვავებულია უფროსებისა და რიგითი თანამშრომლებისთვის“, - აცხადებს ტერმინალის თანამშრომელი.
მისივე თქმით, "ყულევის შავი ზღვის ტერმინალის" გენდირექტორი კირიმ გულიევი აქციის შესახებ წინასწარ გააფრთილეს, რადგან არ სურდათ ფართომასშტაბიანი გაფიცვისთვის მიემართათ და კომპანიის მუშაობა შეეფერხებინათ.
ტერმინალის თანამშრომლების თქმით, პრეტენზიები აქვთ ასევე კადრების განყოფილების უფროსთან მამუკა გოგინავასთან. მათივე თქმით, გადაწყვეტილებას ხელფასების შემცირების შესახებ კადრების უფროსი იღებს.