პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციები სამეგრელოში გაგრძელდება!
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დასავლეთ საქართველოში ხელმოწერების შეგროვება გრძელდენბა.
პარტია „თეთრები“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. პარტიის ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან დიდი შემართება იგრძნობა.
გუშინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში შეხვედრა გაიმართა ქალაქის ინტელიგენციასთან, დარბაზში იმყოფებოდნენ პროფესურისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
შეხვედრის 300-მდე მონაწილემ ხელი მოაწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას.
შეხვედრები გაგრძელდება სამეგრელოს ქალაქებში. დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მოსახლეობას მარტვილშ შეხვდებიანი, ხვალ კი ზუგდიდსა და ფოთში.