რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?
ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილი შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ "ივერიონს" მისმა ადვიკატმა ზვიად კორძაძრემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"ირაკლი ოქრუაშვილი თავის თანაგუნდელებს სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას აგრძელებს. როდის შეწყვეტს ის შიმშილობას, ჯერჯერობით უცნობია", - ამბობს ზვიად კორძაძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართული პარტიის" წევრებმა ლევან ტერაშვილმა, კახაბერ ტერაშვილმა და დავით შიუკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე წყვეტენ შიმშილობას, თუმცა აგრძელებენ ყველა სამართლებრივი მეთოდით ბრძოლას.
თანაგუნდელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა 18 დეკემბერს დაიწო.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს.