სად მიდიან „ნაციონალები“?

სად მიდიან „ნაციონალები“?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის  გოჩა ენუქიძის მსგავსად  აჭარის მაჟორიტარებმა იაშა შარვაშიძემ და ანზორ ფოფხაძემ, ასევე გარდაბნის მჟორიტარმა გიორგი ფეიქრიშვილმა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა დატოვონ.


გავრცელებულ ცნობას  კოალიცია „ქართული ოცნება“ ეხმაურება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობის რიგებში კიდევ ბევრი კანონმდებელი გადავა.


„არ გამოვრიცხავ, რომ „ ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. იმიტომ, რომ ეს არის ძალა, რომელიც დესტრუქციისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას, არადა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი. ჩვენ პარტიას სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ უნდა გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის მათი არჩევანი და, რა თქმა უნდა, მივესალმები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: