დავით უსუფაშვილი: ბატონო პრეზიდენტო, თავი შეიკავეთ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან!

დავით უსუფაშვილი: ბატონო პრეზიდენტო, თავი შეიკავეთ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან!

პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და პოლიციისადმი მოწოდებას - არ დაემორჩილონ „უკანონო“ ბრძანებებს, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა.


„მიხეილ საკაშვილისაგან მსგავსი მორალისტური განცხადებები უმრავლესობისთვის მიუღებელია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, წინა ხელისუფლება არა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართავდა უკანონო ზომებს და  ამის მაგალითად  უსუფაშვილმა უმრავლეასობის დეპუტატი ვალერი გელაშვილი დაასახელა.


„როდესაც პრეზიდენტი აძლევს თავის თავს ამგვარი განცხადების გაკეთების უფლებას, ეს უკვე უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. მინდა, მივმართო ბატონ მიხეილ სააკაშვილს: თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისა და ქმედებისაგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: