კიწმარიშვილი „მაესტროს“ მილიონ სამასი ათას ლარს გადაუხდის

კიწმარიშვილი „მაესტროს“ მილიონ სამასი ათას ლარს გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია მაესტროს სარჩელი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას მილიონ სამასი ათასი ლარის  გადახდა დააკისრა.


ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებასთან დაკავშირებით, „მაესტრომ“  ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 5 დკემბერს შეიტანა.


ტელეკომპანიის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ ინიშნებოდა. მისივე თქმით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ პროცესი 17 დეკემბერს დაინიშნა. ადვოკატის ინფორმაციით, ის სამომავლო გეგმებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მხარეები სასამართლო გადაწყვეტილების დეტალებს 2 კვირაში გაეცნობიან.


„სასამართლომ პრაქტიკულად, გაიზიარა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ კიწმარიშვილის კომპანიის მიმართ. სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკამყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ მილიონ სამასი ათასი ლარის გადახდა რუსთავის მედიის მართვის კომპანიას დააკისრა. მთავარი არის ის ტენდენცია და პოზიცია, რომ სასამართლომ პირველად „მაესტროს“ დავებთან მიმართებაში გამოიტანა ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის მაესტროს დამფუძნებლების და ასევე ჩვენი პირველი დიდი წარმატება“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: