"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები: ცხრა წელია, ტელეკომპანია მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება!

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები: ცხრა წელია, ტელეკომპანია მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება!

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 

 

,,ივერიონი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეებში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, "ნაციონალური მოძრაობის" უმაღლესი პირების მხრიდან წარმოაჩინონ, თითქოს მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვალდებულს გვხდის შევახსენოთ საზოგადოებას:


2004 წელს, სწორედ ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან ზეწოლით და იძულებით მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "რუსთავი 2"-ის მითვისება. შედეგად ტელევიზია გადაიქცა პარტიულ პროპაგანდისტულ იარაღად. ჩვენ კარგად გვესმის "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების, რომლებიც ბოლო 9 წელია იმყოფებიან მუდმივი სტრესის და წნეხის ქვეშ როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე მეპატრონეებისა და მენეჯმენტის მხრიდან. აქვე რწმენას გამოვთქვამთ, რომ მოქმედი გენერალური დირექტორის დაკავება არ არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მედიაზე. ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში, ყველა კითხვის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავლი, დაკავებულის თავდებით გათავისუფლება იქნებოდა", - ნათქვამია ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებაში.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იმედს გამოთქვამენ, რომ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად, "რუსთავი 2"-თვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის სახელის დაბრუნება მოხდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: