ვერა ქობალიას მოდულის შენობაში დაკითხვაზე ელოდებიან
ამ წუთებში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვერა ქობალიას მოდულის შენობაში ელოდებიან.
ცოტქა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ იგი დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული. სავარაუდოდ, ქობალიას ბანკი "ქართუს" საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.
ამავე საქმეზე, უკვე სამი საათის განმავლობაში ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს კითხავენ.
ალექსანდრე ხეთაგური ორი დღის წინ დააკავეს და მას ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.