შსს-მ ქუთაისის ინცინდენტთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
19 დეკემბერს, ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას, სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად წარედგინათ.
გიორგი ბ-ს, გიორგი ვ-ს, რაფაელ ლ-ს, შოთა ჟ-ს, თამაზ მ-ს. და ზაზა ა-ს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.