თენგიზ კიტოვანი თბილისშია - წარსული ბრუნდება?!
სამხედრო საბჭოს ყოფილი წევრი თენგიზ კიტოვანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანია "მე-9 არხმა" გადაიღო.
კიტოვანის თქმით, რაიმე კონკრეტული ბრალდებები მისი მისამართით არ არსებობს.
„საქართველოს პასპორტი არ მომცეს, გადახდილი ფულიც წაიღეს. რა ბრალდება უნდა წაეყენებინათ, არაფერი დანაშაული არ ჩამიდენია. მე პირველმა ვთქვი, რომ ჟვანია მოკლული იყო და არა - გაზით მოწამლული. მარტო ეგ არ არის მოკლული. ბევრი ხალხია დახოცილი. სააკაშვილის მთავრობა არ იქცეოდა სწორად. გათავხედებულები იყვნენ", - აცხადებს თენგიზ კიტოვანი.