შვეიცარიელი სპეციალისტები შსს-ს მაშველების გაწვრთნაში ეხმარებიან

შვეიცარიელი სპეციალისტები შსს-ს მაშველების გაწვრთნაში ეხმარებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების  სამმართველოს ბაზას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო 5-კაციანი რაზმების  სპეციალური საჩვენებელი წვრთნა გაიმართა.

ღონისძიების  ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელი კოლეგების  მიერ საქართველოს  სამაშველო  და სახანძრო რაზმების გადამზადება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წვრთნის თემატიკა ხანძრის სწრაფი ჩაქრობა, შენობა-ნაგებობებიდან და დეფორმირებული ავტომანქანებიდან დაშავებულების უსაფრთხო ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქიმიურ ინციდენტებზე დროული რეაგირება იყო.

შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, რაზმებს  სხვადასხვა სახეობის სამაშველო  აღჭურვილობა გადაეცათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: