ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები დღეს საბჭოს სამ ახალ წევრს და თავმჯდომარეს აირჩევენ.
ქარტიის წევრთა სხდომა-კრება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.
ორი წლის განმავლობაში ქარტიის საბჭოს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელმძღვანელობდა.
დღევანდელ სხდომაზე საბჭო გაწეული მუშაობის ანგარიშს წარმოადგენს.
ამ დროისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.