ყულევის ტერმინალთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს

ყულევის ტერმინალთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს

ყულევის ტერმინალთან კომპანიის თანამშრომლების საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

 

კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, განთავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას და ხელფასების ზრდას მოითხოვენ. 

 

მათი განცხადებით, ისინი სამსახურში არ დაბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნები განთავისუფლებული თანაშრომლების უკან დაბრუნება, ადამიანური და ღირსების შემლახველი ფაქტების აღმოფხვრა და ხელფასების მომატებაა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

მათი თქმით, ტერმინალის თანამშრომლების ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 300 ლარს შეადგენს. ასევე მათ  მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ და არ არიან დაზღვეულები. 

 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.

 

ყულევის ტერმინალთან, სადაც კომპანიის 200-მდე თანამშრომელია შეკრებილი, აქცია უკვე ორი დღეა მიმდინარეობს. თანამშრომლების გაფიცვა პროფესიული კავშირების ინიციატივით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: