გოგა ხაჩიძე: გვარამიამ ისეთი "რეჩი" დაარტყა, დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტებით!

გოგა ხაჩიძე: გვარამიამ ისეთი "რეჩი" დაარტყა, დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტებით!

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის,  დევი კანდელაკის, ასევე კახა დამენიას,  გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


სასამართლო პროცესს ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე, რომელიც სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ  შთაბეჭდილებებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:


„გვარამიამ ისეთი "რეჩი" დაარტყა, დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტებით! თვითონ პროკურორებმაც ძლივს შეიკავეს თავი, "ბრავო" რომ არ ეყვირათ!“.


ხაჩიძე ასევე აკეთებს განცხადებებს, რომ დღევანდელი პროკურორები ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელები არიან  და ასეთი საქმეების წარმართვა მათთვის ძნელია.


„სასამართლო პროცესიდან ახლა გამოვედი. მსჯელობა გრძელდება... "კტო პატერპევში"?  "კტო პასტრადავში"?


ყველაფერი ყველასთვის გასაგებია, ერთი რამის გარდა: პროკურატურას რა უნდა და საერთოდ ის რა შუაშია?!


ახალგაზრდა პროკურორი ბიჭი შუბლიდან ოფლის წმენდას ვერ აუდის. "დებიუტანტ კრიმინალებს" უაღრესად დადებითად ახასიათებს და მაინც გაიძახის დავაპატიმროთო.


დარბაზში მხიარული განწყობაა, უბრალოდ, სასამართლოს პატივისცემის გამო ყველა ცდილობს  არ გაერთოს პროკურატურის არგუმენტებზე“, - აცხადებს ხაჩიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: