ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ახალი წელი პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იქნება

ახალი წელი პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის  განსაკუთრებით სასიხარულო იქნება

2013 წლიდან პედაგოგთა ხელფასები მოიმატებს, ხოლო სტუდენტების სახელმწიფო სტიპენდიები გაორმაგდება.

განათლების სამინისტროს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ სანიკიძემ  ისაუბრა.
 
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის ბიუჯეტის შიდა რესურსის მობილიზების ხარჯზე  7.5 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა. დაზოგილი თანხებიდან დაახლოებით 2,4 მილიონი ლარი მოხმარდება მიმდინარე წელს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრი სტუდენტების 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებას.

მისი თქმით, დარჩენილი თანხებით საახალწლოდ საჯარო სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წახალისება მოხდება. ისინი საახალწლოდ დაახლოებით 60–65 ლარს მიიღებენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 61 700 მილიონი ლარით გაიზარდა.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელფასები თვეში დაახლოებით, 70–80 ლარით გაიზრდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. სტუდენტებისთვის კი სახელმწიფო სტიპენდიები გაორმაგდება. პროექტზე მუშაობა ოქტომბრიდან დავიწყეთ, გადაიხედა პირველადი საბიუჯეტო პროექტი, მოხდა თანხების მობილიზება და ეს თანხები გადანაწილდა“, - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის  სასწავლო გრანტის დაფინანსება გაიზარდა.

მისი თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება დაახლოებით ერთი მილიონი ლარით დოქტორანტურის სტუდენტთა დაფინანსებაც, თუმცა საამისო სქემა ჯერ არ არის შემუშავებული.

მან ასევე განმარტა, რომ პედაგოგებს ხელფასზე სერტიფიცირებული დანამატი ჩვეულებრივად შეუნარჩუნდებათ.

სანიკიძის განცხადებით, სიახლეა ისიც, რომ მომავალი წლიდან იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ,  სპეციალური ტრანსპორტი გამოიყოფა და 190 სკოლის 9000 მოსწავლეს მოემსახურება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: