ნიკა გილაურმა არ იცის, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე
ე.წ მოდულის შენობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გილაური დაკითხვაზე მოწმის სტატუსით სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებითა არის დაბარებული.
როგორც გილაურმა დაკითხვაზე შესვლის წინ განაცხადა, ის მზადაა, გამოძიების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
„უწყება დღეს დილით მივიღე. არ ვიცი, რასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული“, - განაცხადა გილაურმა.
ე.წ მოდულის შენობაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ჯერ ისევ დაკითხვაზე იმყოფება. ის დაკითხვაზე 13:00 საათისთვის მივიდა.
შსს-მ ნიკა გილაურისა და დიმიტრი გვინდაძის დაკითხვაზე დაბარებასთნ დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.