ქართული თაფლი ევროპაში გავა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და MS Company-ს ორგანიზებით, მცხეთაში თაფლის ფესტივალი გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე ესწრებოდა.
ფესტივალის ფარგლებში, თაფლის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია მოეწყო. მომხმარებელს თაფლის მწარმოებელმა კერძო ფერმერებმა და სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებმა საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს.
„ახალი ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების ხელშეწყობა და გაფართოება იქნება. 2013 წელს შევძლებთ შევქმნათ სერტიფიცირებული ლაბორატორია, რაც საშუალებას მოგვცემს აღნიშნული პროდუქტი ევროპაში გავიტანოთ“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.