ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2-"ზე ზეწოლა მომავალშიც გაგრძელდება

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2-"ზე ზეწოლა მომავალშიც გაგრძელდება

გირაოს თანხის 30 000 ლარის გადახდის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხე გუშინ, გვიან ღამით დატოვა. 

გირაოს გადახდის სანაცვლოდ, გლდანის ციხე დატოვეს ასევე: ალექსანდრე ხეთაგურმა, დევი კანდელაკმა, კახა დამენიამ, გირგი ნემსიწვერიძემ, ხოლო იზაბელა გუტიძე რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაათავისუფლეს.

 

გათავისუფლებული მაღალჩინოსნები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცახდებენ, რომ არავითარი დანაშაულებრივი სქემა არ არსებობდა.

 

გვარამიას თქმით, მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური საფუძველი აქვს და ერთ-ერთი მიზანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოალაა.

 

"ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ სხვა ახსნას, გარდა პოლიტიკური დაკვეთისა "რუსთავის 2"-ის და მისი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ, მე ვერ ვპოულობ. ვფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება ტელეკომპანიაზე და მის დამფუძნებლებზე სხვადასხვა ფორმით მოხდეს ზეწოლა. მათ უნდათ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გასვლა, მაგრამ ეს აბსურდია", - განაცხადა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: