ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დასმა ვერ მოხერხდა

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დასმა ვერ მოხერხდა

თბილისი-რომის  ავიარეისზე შეფერხებაა. უამინდობის გამო დილის 05:10 საათზე თბილისის საერთაშორისო აერპორტმა ვერ შეძლო ავიალაინერის მიღება, რომელიც საქართველოში რომიდან მოფრინავდა.

 

შეფერხების გამო, თვითმფრინავს ბაქოს სათადარიგო აეროპორტში მოუწია დაჯდომა. 

 

უკანასკნელი ინფორმაციით, დედაქალაქში ნისლი აღარ არის და ყველა რეისი შეუფერხებლად ხორციელდება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: