ილია მეორე: ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში, გამთლიანდეს საქართველო!

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში, გამთლიანდეს საქართველო!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და  უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე  ღვთისადმი მადლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

უწმინდესმა სახარების ის ნაწილი გაიხსენა, რომლის თანახმადაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა შესწირა უფალს მადლობა განკურნებისთვის. 

 

"ეს თითქოს ჩვენს შესახებ არის დაწერილი. ხშირად ვთხოვთ უფალს რაიმეს შესრულებას და მადლობის შეწირვა გვავიწყდება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ლოცვას აღვასრულებთ, მადლობა და დიდება შევწიროთ უფალს ყველაფრისთვის", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

ქადაგებისას უწმინდესმა კიდევ ერთხელ ისურვა საქართველოს გამთლიანება. "ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში, ღმერთმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დეკანოზები დავით ჯანელიძე, რომანოზ აბზიანიძე, ნიკოლოზ უნდილაძე და სამოელ ზვიადაური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: