ილია მეორე 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს

ილია მეორე 25 დეკემბერს  სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მისი აღსაყდრებისა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს წირვას სვეტიცხოველში აღავლენს. 

 

პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ  წირვა ჩატარდება იქ, სადაც ინტრონიზაცია შესრულდა.

 

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 24 დეკემბერს საღამოს ლოცვა სამების ტაძარში ჩატარდება, ხოლო 25 დეკემბერს სვეტიცხოველში წირვას პატრიარქი თავად აღავლენს. 

 

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წელი სრულდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: