ვანო მერაბიშვილი: ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით!
“ბიძინა ივანიშვილმა ჩვენზე კარგად იცის, რომ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გასცა, შეუძლებელია”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივნმა ვანო მერაბიშვილმა ‘ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აქ ვხედავ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენლებს. თქვენ ხართ მცირე ნაწილი იმ დიდი პარტიისა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. დღევანდელი დღე "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიაში ჩაიწერება, როგორც პარტიის გაძლიერების, განახლების დღე, რათა შევინარჩუნოთ მიღწევები, რაც გვაქვს და, რაც მთავარია, დავრუნდეთ ხელისუფლებაში, რომელიც ნათელ მომავლამდე მიგვიყვანს. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენზე კარგად იცის, რომ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გასცა, შეუძლებელია. ამიტომ, მას სურს, საერთოდ არ არსებობდეს სხვა პოლიტიკური ძალა, სწორედ ამიტომ დაწყებულია რესპრესიები მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე. ერთადერთი, რაც მან საზოგადოებას შესთავაზა, არის ყველას დაკითხვა და განსაკუთრებით იბარებენ იმათ, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა ქვეყნისთვის. მათ ბრალი წაუყენეს ნიკა გვარამიას და, ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრს, ალეკო ხეთაგურს, რომელმაც ქვეყანა გაანათა", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ყოფილმა შს მინისტრმა პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აქამდე უცნობი დეტალები გაგვანდო.
"ხშირად მისვამენ შეკითხვას, როგორ მოხდა, რომ ჩვენ, რომლებმაც შევძელით კორუფციის დამარცხება, ბევრი რამე გავაკეთეთ ინფრასტრუქტურაში, ავაშენეთ ახალი ქალაქები, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალაქებში დავმარცხდით, რასაც განვიცდით და ამ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ, ამაზეა ჩვენი პარტიის მომავალი დამოკიდებული. ჩვენ შევქმნით ახალ პარტიას და პირობას გაძლევთ, რომ მის თითოეულ წევრს საშუალება ექნება ყველა გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღოს და ეს პარტია ღია იქნება საზოგადოებისთვის", - განაცხადა მერაბიშვილმა.