მიხეილ სააკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინასაარჩევნო დაპირებები „ოცნების სასაფლაოზე“ მოისროლა!

მიხეილ სააკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინასაარჩევნო დაპირებები „ოცნების სასაფლაოზე“ მოისროლა!

“ან შენ ხეთაგურს, გვარამიას, დამენიას, ნიკა გილაურს ატარებ ცხვარივით აქეთ-იქით დაკითხვებზე, ვანო მერაბიშვილს ედავები სრულ იდიოტიზმს, ან გინდა ნატოსა და ევროკავშირში შესვლა. ორივე ერთად არ ხდება", - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ნატოს მსურველმა "ტელევიზიაში შეჭრილი და ჟურნალისტების ცემაში ბრალდებული ფანატიკოსები" პოლიტიკურ წამებულებად არ უნდა გამოაცხადოს. 

 

"არ შეიძლება ამავე დროს დაიჭირო ხალხი, ვინც შექმნა ახალი ევროპული ინსტიტუტები, ვინც გაათავისუფლა საქართველო პოლიტიკური კორუფციისგან და თანამედროვე რელსებზე დააყენა -  ეს ერთდროულად არ ხდება“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

მისი თქმით, ახალმა მთავრობამ თვენახევარში იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობა“ 9 წლის მანძილზე. 

 

„ამათაგან განსხვავებით, ჩვენ ვიცოდით სად მივდიოდით. ბევრი რამის  თქმა შეიძლება მათ წინასაარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც მთავრობაში მოსვლისთანაზე „ოცნების სასაფლაოზე“ მოისროლეს. მე არ ვთვლი, რომ ისინი უმრავლესობაში არიან, არამედ მთავარი, უმრავლესობა ვართ ჩვენ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: