მიხეილ სააკაშვილი: პროკურატურის ახლანდელი მთავარი სახე მანქანების ბარიგა იყო!
“პროკურატურის ახლანდელი მთავარი სახე, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობს, მანქანების ბარიგა იყო გერმანიიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყვარლის იუსტიციის ცენტრში, ახალგაზრდა სტუდენტებისა და დამწყები პროკურორების ნაცვლად, პატივცემულად მოთავსებულან ყვარლელი ძროხები, ეს ცენტრი ყვარელში მოსამართლეთა და პროკურორთა გადამზადების მიზნით აშენდა, "თუმცა ამათ ისეთები მოიყვანეს, რომ მათ გადამზადება არ უშველის. ჩვენ რისი სწავლებაც შეგვეძლო, მათ ეს არ აინტერესებთ. მოიყვანეს ქრთამის აღებისთვის გაგდებული სამხარეოს პროკურორი. მეორე - პროკურატურის ახლანდელი მთავარი სახე, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობს, მანქანების ბარიგა იყო გერმანიიდან. მათ რა ვასწავლო გადამზადების ცენტრში - ქრთამი როგორ აიღონ?! ერთ-ერთი, რომელიც დააბრუნეს, თავის დროზე საინტერესო მიზეზით გააგდეს - ადვოკატს უთხრა, ქრთამს პირდაპირ არ ავიღებ, ძველი რუსთავის ერთ-ერთ რაიონში ერთი ხეა, იმ ხის უკან - ბუჩქი, იქ ჩადე და ავიღებო", - განაცხადა პრეზიდენტმა.