შსს ძვირადღირებულ მანქანებს აუქციონზე გაყიდის
შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული, ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება.
საუბარია „Range Rover "- ის, „Range Rover Sport "- ის, „Range Rover Vogue"- ის, „MMMercedes S da C klass", Bmw MX6, X5, M5"- ის და სხვა მარკის ავტომანქანებზე, რომლებიც უწყებაში ახალი მინიsტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, ხოლო მათი საერთო ტექნიკური მომსახურება - წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.
შსს-ს გადაწყვეტილებით, სარეალიზაციოდ უკვე მზადაა 50-მდე ავტომანქანა, რომელთა წინასწარი, ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადეგნს. მათ სანაცვლოდ, შს სამინისტრომ უკვე შეიძინა „Toyota"-ს მარკის, 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის ავტომანქანები ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და მინიმალური დანახარჯით გამოირჩევა.